LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მერსედესი და ლას-ვეგასი ყველას: ლესტერის ბიჭები მეფურ ცხოვრებას იწყებენ

112

”ლესტერის” მფლობელი ყველა მოთამაშეს ახალთახალ ”მერსედესს” უყიდის და ლას-ვეგასში მათ გამგზავრებას დააფინანსებს.

ნამდვილად დაიმსახურეს ბიჭებმა.

ინგლისის სუპერმოულოდნელი ჩემპიონობის აღსანიშნავად და ბიჭების გასამხნევებლად, კლუბის მფლობელი ტაილანდელი მილიარდერი ყველა ფეხბურთელს ”მერსედესს” აჩუქებს და ლას ვეგასში გაუშვებს გასართობად.

В-კლასის ელექტროამძრავიანი ავტომანქანის ღირებულება (რომლის ჩუქებასაც აპირებს ვიჩაი შრივადხანპრაბხა) 32 670 ათასი ფუნტიდან იწყება.

მოგეხსენებათ, ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 132-წლიან ისტორიაში ”ლესტერი” პირველად გახდა ჩემპიონი.

”ფორბსის” ცნობით, 58 წლის ტაილანდელის ქონება 3.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

2014 წელს შრივადხანპრაბხამ განაცხადა, რომ მზად იყო დაეხარჯა 300 მილიონი დოლარი, რათა ”მელიები” სამი წლის განმავლობაში ხუთ საუკეთესო გუნდში მოხვედრილიყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები