LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მინი-სერიალები უქმეებზე სანახავად

857

მინი-სერიალები სწრაფად იძენენ პოპულარობას, რადგან ყოველი სერია მოვლენებითაა დატვირთული, ფინალის გასაგებად კი, არაა აუცილებელი 500 ეპიზოდის ნახვა.

გასული წლის ჰიტად შვიდსერიანი „დიდი პატარ ტყუილი“ იქცა, წელს კი, ბევრად მეტი საინტერესო პროექტი შეიქმნა. გთავაზობთ ხუთ ახალ სერიალს, რომელთა ნახვით უქმეებზე შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

„ბასტერ სკრაგსის ბალადა“ (The Ballad of Buster Scruggs) – ძმები კოენების ექვს სერიად შექმნილმა ფილმმა ველურ დასავლეთზე, მომღერალი კოვბოის ბასტერ სკრაგსის მიერ  მოთხრობილი ექვსი ისტორია გააერთიანა, მთავარი როლი კი, ჯეიმს ფნანკომ შეასრულა.

„მანიაკი“ (Maniac) – „ნამდვილი დეტექტივის“ პირველი სეზონის ავტორის, კერი ფუკუნაგის ახალი მინი-სერიალი მაყურებელს ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებზე მოუთხრობს, რომლებიც ახალი მედიკამენტის ტესტირებაში ღებულობენ მონაწილეობას.

„თანამზრახველი“ (Collateral) – ახალი ბრიტანული სერიალის ოთხ ეპიზოდში ლონდონელი დეტექტივები პიცის დამტარებლის მკვლელობას იძიებენ და სწრაფად არკვევენ, რომ საბედისწერო გასროლა არა შემთხვევითობა, არამედ პროფესიონალი ქილერის მიერ განხორციელდა. თუმცა, მოწმეები უარს ამბობენ პოლიციასთან თანამშრომლობაზე.

https://www.youtube.com/watch?v=gJmjKv7WP7U

„ტრაგედია უეიკოში“ (Waco) – ექვსსერიანი დრამა იმ ტრაგიკულ მოვლენებზე მოუთხრობს მაყურებელს, როცა 1993 წელს, პოლიციის რეიდს „მაუნთ კარმელის“ რანჩოზე, სამართალდამცავებსა და სექტის წევრებს შორის ნამდვილი ომი მოჰყვა და მთელი 51 დღე გაგრძელდა.

„შვიდი წამი“ (Seven Seconds) – რუსი რეჟისორის იური ბიკოვის ფილმის „მაიორი“ მოტივებზე შექმნილი კრიმინალური სერიალის მთავარი თემაა რასიზმი და შავკანიანთა პოლიციასთან დაპირისპირებაა, რომელიც ყველაზე ხშირად ნიუ-ჯერსის შტატში, ჯერსი-სითიში ხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები