LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მოთამაშე ქართული ღვინის ბაზარზე – Tsereteli Wine & Spirits საკუთარ პროდუქციას წარადგენს

84

ახალი მოთამაშე ქართული ღვინის ბაზარზე – 3 წლის წინ დაარსებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Tsereteli Wine & Spirits 16 დეკემბერს ბრენდის ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, 16:00 საათზე დაიწყება.

მუზეუმში დაგეგმილია Tsereteli Wine & Spirits -ის ახალი ღვინოებისა და მაღალალკოჰოლური სასმელების პრეზენტაცია. აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები შეიტყობენ კომპანიის სამომავლო გეგმებისა და საქველმოქმედო მიზნების შესახებ.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თათია ქირთბაიამ განუცხადა, Tsereteli Wine & Spirits მომხმარებელს სთავაზობს როგორც დაბალ, ისე მაღალალკოჰოლურ სასმელებს.

”დაბალალკოჰოლური სასმელების კატეგორიაში გვაქვს 13 სახეობის ღვინო, მაღალალკოჰოლურში კი – 3 სახეობის ბრენდი და 2 სახეობის ჭაჭა. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარსხით. მიუხედავად იმისა, რომ Tsereteli Wine & Spirits ღვინის ბაზარზე მხოლოდ 3 წელია ოპერირებს, მისმა სასმელებმა უკვე არაერთი საერთაშორიოსო ჯილდო და აღიარება მოიპოვა”, – აღნიშნა თათია ქირთბაიამ.

რაც შეეხება კომპანიის მიერ წარმოებული სასმელების რეალიზაციას, პროდუქცია ძირითადად, საექსპორტო ბაზრებზეა გათვლილი – Tsereteli Wine & Spirits-ის ნაწარმი იყიდება რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ს ბაზრებზე. საქართველოში კი წარმოდგენილია მცირე და დიდ სავაჭრო ქსელებში, ასევე ღვინის მაღაზიებში. მომხმარებელს Tsereteli Wine & Spirits-ის პროდუქციის შეძენა შეუძლია დისტანციურადაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – www.tsereteliwine.com

”სამომავლოდ, ვფიქრობთ, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და გამრავალფეროვნებას. ამასთან, ევროპის ბაზრის ათვისებას. ვეძებთ მუდმივად ახალ პარტნიორებს და 2018 წლისთვის, ვგეგმავთ, 10-ზე მეტ ქვეყანაში ვიყოთ წამოდგენილი”, – განმარტა კომპანიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია Tsereteli Wine & Spirits -ის დაარსება და მისი სახელი უკავშირდება მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მხატვარს, მოქანდაკესა და არქიტექტორს – ზურაბ წერეთელს. სწორედ ამიტომ, განსხვავებულია Tsereteli Wine & Spirits -ის სასმელების ბოთლის დიზაინიც. ეტიკეტზე წარმოდგენილია ზურაბ წერეთლის ნამუშევრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები