LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი ნათება” 19 წლისაა – კომპანია ფასდაკლების აქციას გთავაზობთ

346

ოქტომბერი „ახალი ნათების” საიუბილეო თვეა. კომპანია, 19 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს განახლებულ კოლექციებს, 15%-იან ფასდაკლებას სრულ ასორტიმენტზე და 5% cashback-ს სთავაზობს. ფასდაკლების აქცია გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე.

 შეგახსენებთ, „ახალმა ნათებამ” პირველი მაღაზია 1999 წელს გახსნა და ქართველ მომხმარებელს წარუდგინა სანათი საშუალებების ფართო სპექტრი. პირველად საქართველოში, კომპანიამ დაამკვიდრა განათების თანამედროვე კულტურა და ძალიან მალე დიდ წარმატებას მიაღწია განათების სფეროში.

დღესდღობით, „ახალი ნათების” ბრენდი პრესტიჟულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც. კომპანია სანათი საშუალებებით უზრუნველყოფს რიგ პროექტებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამჟამად „ახალი ნათება” წარმოდგენილია 15 მაღაზია-სალონით თბილისსა და რეგიონებში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან.

2013 წელს, კომპანიამ თავისი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოვა და თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე „ახალი ნათების” ცენტრალურ მაღაზია–სალონს მიემატა ავეჯის სალონი „ფორუმი ახალი ნათებისგან”. 2 წელიწადში ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, გაიხსნა „ფორუმის” ფილიალი.

2016 წლის დეკემბერში კი აღმაშენებლის ხეივანზე ფრანგული ავეჯის მწარმოებელი ბრენდის „გოტიეს”/ Gautier ფრენჩაიზი გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები