“დაგვემატა კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მის თქმით, 5 ახალი პაციენტიდან ინფექციურ საავადმყოფოში 2-ია მოთავსებული.

“ქვეყანაში უკვე 77 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 34 მათგანი ჩვენთან არის მოთავსებული, 10 უკვე გაწერილია, დანარჩენი 33 პაციენტი 5 სხვადასხვა კლინიკაშია განაწილებული. 2 ახალი პაციენტი ჩვენთან არის. მათი ისტორია უკავშირდება აშშ-ს. მათ კონტაქტი ჰქონდათ ჩვენთან დაფიქსირებული ამერიკის ისტორიის მქონე პაციენტთან”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

ეზუგბაიამ ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

“გუშინ შემოსული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, რადგან აქვს ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობით და თანმხლები დაავადებით რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით, გუშინდელის შემდეგ ამ პაციენტთან დაავადების პროგრესირება არ ყოფილა”, – აცხადებს ეზუგბაია.

 

ასევე იხილეთ:

კორონავირუსით ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს აპრილის პირველ კვირაში ვვარაუდობთ: ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05