LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი პროდუქცია, დახვეწილი სერვისი: რა სიახლეები აქვს ”ჯეობიტს”?

76

კომპიუტერულმა კომპანიამ ”ჯეობიტი” 2017 წელი სიახლეებით დაიწყო. კომპანიამ გაზარდა პროდუქციის ასორტიმენტი, დახვეწა გამოძახების სამსახური და ტექნიკური სერვისი. ამასთან, ”ჯეობიტმა” გაამრავალფეროვნა პროდუქცია სმარტფონებისა და სმარტფონების აქსესუარების კუთხითაც. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სერვისს სმარტფონების პროგრამულ მხარეზეც.

”კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც გვაქვს, ეხება სოციალურ ქსელებს. 2017 წლიდან მათ აქტიურად ვიყენებთ, რათა უფრო მოქნილი ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს მომხმარებლებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან. სოც. ქსელი ძალიან დიდი ინსტრუმენტია მარკეტინგსა და ხალხთან ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, აქტიურად ახლდება პოსტები ჩვენს გვერდებზე და ”ჯეობიტში” მიმდინარე სიახლეებს მომხმარებლები ხშირად სოც. ქსელებიდან იგებენ”, – განუცხადეს ”ფორტუნას” კომპიუტერულ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ”ჯეობიტი” სამომავლოდ ტექნიკური მომსახურების დახვეწას კიდევ უფრო მეტად გეგმავს. ამასთან, კომპანია მუდმივად მუშაობს ფასდაკლებების სპეციალურ აქციებზე.

ცნობისთვის, ”ჯეობიტი” ბაზარზე 2004 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანია ცენტრალურ ოფისს რუსთავში ფლობს. ამავე ქალაქშია კომპანიის ერთი მაღაზიაც განთავსებული. მეორე ფილიალი კი თბილისში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები