LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი საკონცერტო სივრცე თბილისში – „Spacehall“ 19 ნოემბერს გაიხსნება

85

SPACEHALL Bassiani-ს ოჯახის ახალი წევრია, რომელიც მსმენელს საერთაშორისო დონის მუსიკალურ ბენდებს, ელექტრონულ მუსიკას, საშემსრულებლო ხელოვნების აქტუალურ არტისტებს, ცოცხალ კონცერტებსა და წარმოდგენებს შესთავაზებს.

SPACEHALL თვეში რამდენჯერმე როგორც ტრადიციული ფორმის კონცერტებს, ასევე სხვადასხვა პერფორმანსს უმასპინძლებს და შექმნის სივრცეს, რომლის ფარგლებშიც მაყურებელი შეძლებს ინტერაქციას მოწვეულ არტისტებთან, ქართველ ხელოვანებს კი მსოფლიო კულტურული პროცესების ნაწილად აქცევს.

19 ნოემბერს, საკონცერტო სივრცის პირველი სტუმარია Omar S. ლეგენდარული პროდიუსერი და დიჯეი ტექნოს სამშობლოდან, დეტროიტიდან. მისი კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. Theo Parrish-თან ჩაწერილმა კოლაბორაციამ არტისტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 2007 წელს გამოსული ტრეკი Psychotic Photosynthesis ონლაინ გამოცემამ Resident Advisor ათწლეულის საუკეთესო ტრეკად დაასახელა.

გახსნაზე  მოსული სტუმრები Omar S-თან ერთად ქართველ დიჯეისა და პროდიუსერს, KVANCHI-ს და Vodkast Records-ის დამფუძნებელს, დიჯეისა და ვინილ კოლექტორს, VAKHO-ს მოუსმენენ.

აქვე დაიდებს ბინას ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი MUZAME, რომლის პირველი ლაივი ახალ სივრცეში 4 დეკემბერს გაიმართება და თანამედროვე ელექტროპოპის ახალ სახეს, დუო EASTER-ს წარუდგენს მსმენელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები