LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შესაძლებლობა ბიზნესისთვის – რა სარგებელს მოიტანს კორეასთან თანამშრომლობა

112
BJPGXM98AjpwtNV

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი 11 მარტს, კორეის დედაქალაქ სეულში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აღინიშნა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და განვითარებას.

კორეასთან თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, ჩვენ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით. შეთანხმება კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მისი ამოქმედება წაახალისებს მეწარმეებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ხელმოწერის შემდეგ.

შეთანხმებით ჩამოყალიბდება ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომელიც განიხილავს არსებულ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს სხვადასხვა სექტორებში.

შეგახსენებთ, 2007 – 2017 წლებში საქართველოში დაახლოებით 97 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კორეული ინვესტიცია განხორციელდა, 2018 წლის სამ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა დაახლოებით 39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 204 პროცენტით აღემატება. კორეული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ენერგეტიკაში, ასევე ტრანსპორტში, სასტუმრო ბიზნესსა და უძრავ ქონებაში განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები