LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შესაძლებლობა ოქროს მოპოვების მსურველებისთვის

392
1

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნულმა სააგენტომ წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაჩკოის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის – „ხაჩკოის“ ოქრო-სპილენძ-პოლიმეტალების შესწავლა-მოპოვებაზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

აუციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 3 სამი წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა. სამი წლის განმავლობაში  სამუშაოების ჩატარების მიზნით, განახორციელოს არანაკლებ  ორი მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია; ასევე, ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის შემდეგ, ლიცენზიის მოქმედების მთელ პერიოდში უზრუნველყოს მუდმივად არანაკლებ საქართველოს 30 (ოცდაათი) მოქალაქის დასაქმება.

აუქციონის პირობებში, ასევე, წერია, რომ ლიცენზიის მფლობელმა, არ უნდა დააზიანოს შიდა სასოფლო გზები. დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები