LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შესაძლებლობა ტურისტებისთვის – წითელი ზღვის კურორტები გაიხსნება

149
krasnoe-more

100 მილიონი ტურისტი წელიწადში, 50 სასტუმრო 22 კუნძულზე და ტურიზმის სფეროში დასაქმებული მილიონობით ადამიანი – საუდის არაბეთი წითელი ზღვის კურორტებს ტურისტებისთვის 2022 წლიდან გახსნის. სწორედ ამ წელს მიიღებს პირველ ვიზიტორებს კუნძულები.

როგორც წითელი ზღვის ტურისტული ინდუსტრიის განვითარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ პაგანო აცხადებს, ამჟამად საუდის არაბეთი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის ადამიანური რესურსების მოძიების პროცესშია.

როგორც ცნობილია, საერთო ჯამში, წითელი ზღვის 22 კუნძულზე – 50 სასტუმროს, ხოლო ექვს კუნძულზე საერთაშორისო აეროპორტისა და დასაქმებული პერსონალისთვის ქალაქის აშენება იგეგმება. აღნიშნულ ქალაქში 35 ათასი ადამიანი იცხოვრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები