LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ტალღა იქნება თუ დისციპლინას არ დავიცავთ : ჰანს კლუგე

73
კლუგე

კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევების შემცირების პერიოდი დასრულდა და ინფექციების ახალი ტალღა გარდაუვალია – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

“ახალი ტალღა გარდაუვალია, თუ მოქალაქეები და კანონმდებლები არ დაიცავენ დისციპლინას”

ჰანს კლუგეს თქმით, გასული კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 10% -ით მოიმატა, რაც გამოწვეულია მოგზაურობით, შეკრებებით და სოციალური შეზღუდვების შემსუბუქებით.

„ეს ხდება ვითარების სწრაფად ცვალებადობის კონტექსტში – ახალი შემაშფოთებელი „დელტა“ ვარიანტით და ის ფაქტი, რომ რეგიონში მილიონობით ადამიანი აუცრელი რჩება. ჯანმო-ს ევროპის რეგიონში ახალი ტალღა იქნება, თუ მოქალაქეები და კანონმდებლები დისციპლინას არ დაიცავენ,“ – აღნიშნა კლუგემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები