LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალი ტრენდია რეტროგრად პოლიტიკოსებში, ყველგან ჩანან მოწოდებებით, რომ „უნდა გავიწიოთ ძველები“, გაიწიეთ მერე, ვინ გიჭერთ?” – თამარ ჩერგოლეიშვილი

155
maxresdefault

“გაიწიეთ მერე-ვინ გიჭერთ?- ამ კომენტარს აკეთებს „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რითაც პოლიტიკოსმა თავისი თაობის პოლიტიკოსებს მოუწოდა გვერდზე გაწეულიყვნენ.

„ეს რაღაც ახალი ტრენდი დაიძრა (ვიზიარებ მათ შეფასებას) ჩემი შეხედულებითაც რეტროგრად პოლიტიკოსებში – 24/7 ზე ყველა ეთერში და მიტინგის კადრებში ჩანან მოწოდებებით, რომ „უნდა გავიწიოთ ძველები“.

გაიწიეთ მერე-ვინ გიჭერთ?“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში განახლების დროა.

მისივე განცხადებით, სხვებისთვის მაგალითის მისაცემად ერთი თვე არ წავა არც ერთ პირდაპირ ეთერში.

“ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ – გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც, ჩვენთვის ახლა მეორე რიგში ყოფნა გაცილებით სოლიდურია” – დავით ბერძენიშვილი

“მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო” – გიგა ბოკერია დავით ბერძენიშვილის განცხადებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები