LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წამყვანი, ახალი თემები და ბევრი: განახლებული „შენი დილა“ ბრუნდება

4827
118694927-359262048568971-1165478682783556211-n

31 აგვისტოდან „მთავარ არხზე“ განახლებული „შენი დილა“ განახლებული დროით დაბრუნდება ეთერში.

სამუშაო დღეებში გადაცემა დაიწყება 8-ს რომ 5 წუთი დააკლდება და ეთერში 10:00 საათამდე იქნება.

„შენი დილა“ უკვე ყოველდღე ორშაბათიდან კვირის ჩათვლით გავა ეთერში.

ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს წამყვანები კოკო როინიშვილი, თათია თოფურია და თაკო მესხი იქნებიან.

სამშაბათს და ხუთშაბათს კი „შენი დილის“ წამყვანები იქნებიან სოფო ბათილაშვილი, ბაჩი ვალიშვილი და ლაშა ნაკაიძე.

შაბათ-კვირას გადაცემის მთავარი წამყვანები ეკა დემეტრაძე, ილო ბეროშვილი და სანდრო კაკულია იქნებიან. თანაწამყვანი იქნება სალომე დადუნაშვილი, თავისი კონკრეტული თემებით და  თორნიკე ჯგერენაია.

უქმეებზე საკუთარი რუბრიკა ექნება მარინა ბერიძეს.

შაბათ-კვირას „შენი დილა“ დაიწყება 9:00 საათზე და გაგრძელდება 11:00 საათამდე.

„ფორტუნა“ „შენი დილის“ ახალ სატელევიზიო სეზონზე გადაცემის წამყვანებს ესაუბრა.

თათია თოფურია:

„მაყურებლისთვის ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, შემოგვიერთდება თაკო მესხი. დილა იქნება სამწამყვანიანი. მიუხედავად იმისა, რომ თაკოსთან ერთად არ გვიმუშავია, ყველა ერთი დიდი ოჯახი ვართ. დარწმუნებული ვარ, თაკოს შემოერთება უფრო საინტერესოს გახდის ეთერს და საინტერესო სამეული ვიქნებით. ვფიქრობ, რომ მაყურებელსაც მოეწონება“.

კოკო როინიშვილი:

„გვემატება უმშვენიერესი და ძალიან კარგი წამყვანი. თაკო მესხი და მაყურებელს, რა თქმა უნდა, ხალისიან დილას ვპირდებით. თუ ამას აქამდეც ვახერხებდით, ახლა ვეცდებით, რომ კიდევ უფრო კარგ ხასიათზე დავაყენოთ და კარგად დავებედოთ ჩვენს მაყურებელს.
სირთულეები არ მგონია, რომ შეიქმნას, რადგან თაკო ძალიან კომფორტული ადამიანია და არც ის მგონია, მე და თათია ვიყოთ არაკომფორტულები, დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდში ადვილად შემოვა“.

თაკო მესხი:

„ჩემი მეწყვილე ლევან ბუთხუზი აღარ იქნება, თუმცა ჩვენ ისედაც ერთი გუნდი ვიყავით და დარწმუნებული ვარ, არ გაგვიჭირდება ერთად მუშაობა. მოუთმენლად ველოდები ეთერში გასვლას. მგონია, რომ ეთერში უფრო მეტი მხიარულება იქნება, ვიდრე აქამდე იყო, რადგან ახლა სამნი ვიქნებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები