LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წელი „ვეფხი და მოყმეში“ – რესტორანი განსაკუთრებულ პროგრამას გთავაზობთ

thumbnail

რესტორანი „ვეფხი და მოყმე“ ახალი წლის საღამოსთვის განსაკუთრებულად ემზადება და სტუმრებს უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდება.

„თუ ვინმე გვკითხავს ახალი წლის ნამდვილ მნიშვნელობაზე, ჩვენი პაუხი მარტივია- ლამაზად მორთული ნაძვის ხე, ტკბილეული,  საჩუქრები და განსაკუთრებულად მომზადებული კერძები, ერთ ჩვეულებრივ დღეს, არაჩვეულებრივად ვერ აქცევს. ეს, ის დეტალებია, რომლებიც ახლავს ახალ წელს. თუმცა, ნამდვილი ღირებულება გაცილებით მნიშვნელოვანი და ფასეულია.

ახალი წელი საყვარელი ადამიანების გარემოცვასა და თბილ, ქართულ, ქალაქურ, მეგობრულ გარემოში უნდა გაატარო. მნიშვნელოვანია, დადებითი ემოციები და განსაკუთრებული გრძნობები, სხვებსაც გაუზიარო, ჩაეხუტო და საუკეთესო მომავალი წელი უსურვო. სწორედ ასეთი იქნება ახალი წელი რესტორანში „ვეფხი და მოყმე“.

შოუპროგრამას გახსნის ანსამბლი შვიდკაცამრავალჟამიერისა და ფოიერვერკის ფონზე, ერთად შევეგებებით 2019 წლის შემობრძანებას. გელოდებათ წამახალისებელი, გრანდიოზული გათამაშება. შესრულდება ყველა ჰიტი (როგორც ქართული, ასევე უცხოური), რომელიც ახალი წლის ღამესა და ტკბილ, მხიარულ მოგონებებთან ასოცირდება.

ქართული ნაციონალური და სამეჯლისო ცეკვების მიქსით, ნამდვილი ცეცხლი დაინთება სცენაზე. ბევრი სიცილი, იუმორი და განწყობა, რომელიც ძალიან დიდ ხანს გაგყვებათ.

პაატა გულიაშვილი, არა მხოლოდ იუმორით, საკუთარი მუსიკალური პროგრამითა და მრავალენოვანი, სადღეგრძელოებით მოეფერება ჩვენ სტუმრებს. რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, რადიოწამყვანი, მირანდა მაისურაძე შეასრულებს ჰიტებს, რომელსაც სოციალურ ქსელში შვიდმილიონიანი აუდიტორია ჰყავს”, – აცხადებენ „ვეფხი და მოყმეში”.

მათივე ცნობით, საახალწლო ღონისძიება 23:30 საათზე დაიწყება და 06:00 საატზე დასრულდება.

წამყვანი:

თელავის, ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი, მსახიობი, იუმორისტი,პაატა გულიაშვილი

მონაწილეობენ:

  • ანსამბლი „შვიდკაცა“
  • გოჩა ჭაბუკაიძე (ნიჭიერი)
  • თამუნა გიორგაძე (X ფაქტორი)
  • ლიკა გაჩეჩილაძე (საქართველოს ვარსკვლავი)
  • შოთიკო ჩიტიანი
  • DJ -Harry Rules
  • ანსამბლ სუხიშვილების აკადემიის მოცეკვავე-მსახიობების კვინტეტი.
  • სამეჯლისო ცეკვების, სტუდია „თელას“ წამყვანი ქორეოგრაფი რაფაელ ანანიკიანი მეწყვილესთან ერთად.

ბილეთის ფასი 250 ლარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები