LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წესები, რომლის დაცვაც თურქეთში სამკურნალოდ წასვლის დროს მოგიწევთ – Medical Park რეგულაციებს გვაცნობს

680
OB1-3558

საქართველოში Medical Park-ის ოფიციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დალი ნესუაშვილი პაციენტებს იმ რეგულაციებს აცნობს, რომელთა გათვალისწინებაც მათ მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთში სამკურნალოდ გამგზავრებას გეგმავენ.

როგორც იცით, 20 მაისიდან თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თურქეთი კვლავ განაახლებს დაახლოებით 30 ქვეყნიდან უცხოელი პაციენტების მიღებას, მათ შორის საქართველოდან, შემდეგი რეგულაციების გათვალისწინებით:

1.პაციენტს მოემსახურებიან: ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ზოგადი ქირურგიის, გულსისხლძარღვთა, კლინიკური და ქირურგიული ონკოლოგიის, რადიაციული ონკოლოგიის, ნეიროქირურგიის, ორგანოთა გადანერგვის განყოფილებები.

2.პაციენტის სამკურნალოდ წასვლამდე უნდა მოხდეს მისი რეგისტრაცია USAŞ-ის ორგანიზაციის სისტემაში.

3.თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების თანახმად პაციენტს შესაძლოა ახლდეს არა უმეტეს ორი თანმხლები პირი.

4.პაციენტს და მის თანმხლებ პირებს თურქეთის ტერიტორიაზე შეეძლებათ როგორც საჰაერო, ასე სახმელეთო საზღვრით შესვლა.

5.პაციენტი და მის თანმხლები პირი საზღვარზე გაივლიან ტესტირებას Covid19-ზე (PCR ტესტი).

ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებით თურქეთის კლინიკა პაციენტის მიღებას შეძლებს შემდეგი დებულებების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

  1. კლინიკა ვალდებულია ჰქონდეს სამედიცინო ტურიზმის განხორციელების ნებართვა.
  2. კლინიკას უნდა გააჩნდეს კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტო რეზონანსული კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატები.
  3. კლინიკაში უნდა იყოს განთავსებული: პულმონოლოგიის, შინაგანი სნეულებების, პედიატრიის, ინფექციური და კლინიკური მიკრობიოლოგიის განყოფილებები. ასევე აუცილებელია კლინიკას ჰქონდეს რეანიმაციული განყოფილება.
  4. უცხოელი პაციენტებისთვის კლინიკამ უნდა გამოყოს იზოლირებული სივრცე.

რაც შეეხება კითხვას, არსებული პანდემიის გამო, გაძვირდა თუ არა ტრანსპორტირება ან მკურნალობა თურქეთში,  საქართველოში Medical Park-ის ოფიციალურ წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებით ფასების ზრდა დამოკიდებულია თურქეთის სახელმწიფოზე, ასევე სატრანსპორტო, ან საჰაერო კომპანიაზე, ამიტომ ისინი ინფორმაციას არ ფლობენ.

„ხოლო, რაც შეეხება „მედიკალ პარკის ჯგუფის“ კლინიკებს, ჩვენთან ფასების ზრდა არ იგეგმება, პირიქით ვეცდებით Covid19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით,  ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ ფინანსურად მაქსიმალურად მათზე მორგებული სამკურნალო თუ სადიაგნოსტიკო პაკეტები“, – აცხადებს Medical Park-ის ოფიციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში დალი ნესუაშვილი.

მისივე ცნობით, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის გამო ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, თურქეთში არსებული „მედიკალ პარკის“  კლინიკების ჯგუფი სასწრაფო გადაუდებელ შემთხვევებში, მაინც უზრუნველყოფდა უცხოელი პაციენტების თურქეთში შემოყვანას და მათ მკურნალობას. მათ შორის ერთ-ერთი პაციენტი გახლდათ საქართველოდან (ლეიკემიის დიაგნოზით), რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მკურნალობის გაგრძელება „გოზტეპე მედიკალ პარკის ჰემატოლოგიის“ განყოფილებაში. პაციენტის გადმოყვანა და ყველა საჭირო საბუთის მოწესრიგება უზრუნველყო „გოზტეპე მედიკალ პარკის“ ხელმძღვანელობამ საქართველოს საელჩოსა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით.

Medical Park-ის შესახებ

MLPCARE Group თურქეთის უმსხვილესი ჯანდაცვის ქსელია, რომელიც 4 სამედიცინო ორგანიზაციას აერთიანებს: Medical Park Group-ის, Liv Hospital Group-ისა და VM Medical Park Group-ისა და Istinye-ს საუნივერსიტეტო  კლინიკებს.

მოიცავს 29 საავადმყოფოს თურქეთის 16 ქალაქში, მსოფლიოს 68 ქვეყნიდან ემსახურება პაციენტებს და მათ შორის, ოფიციალური წარმომადგენლობა 17 ქვეყანაში გააჩნია: ერთ-ერთი საქართველოა.

„ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“- ეს გახლავთ MLPCARE Group-ის სლოგანი, რა პრინციპითაც თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი 1993 წლიდან დღემდე უდიდესი პროგრესითა და წარმატებით მოვიდა.

MLPCARE Group -ის საავადმყოფოები აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, ისეთი სერტიფიკატების შესაბამისად, როგორიცაა: JCI აკრედიტაცია და ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი.

იდეა, რომ საქართველოშიც გახნილიყო „მედიკალ პარკის“ ოფიციალური წარმომადგენლობა, გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ქართველ ავადმყოფების მხრიდან გახდა მოთხოვნადი თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად წასვლა. „მედიკალ პარკმა“ იმისათვის, რომ პაციენტებს უფრო ადვილად მიეღოთ მომსახურება, მათ ყველა პროცედურა გაუმარტივა.

„ჩვენ წინასწარ ვაგზავნით საბუთებს, ვთარგმნით, სანამ პაციენტი გადაწყვეტს რომ წავიდეს თურქეთში, მას აქვთ სრული ინფორმაცია ექიმის შესახებ, მან იცის თავისი წინასწარი დიაგნოზი,ან თუ დიაგნოზი არ არის დასმული, მას შეუძლია წინასწარ გაიგოს რა პროცედურები ელოდება,იცის მისი ღირებულება. ასევე ჩადის თუ არა აეროპორტში, ხვდება ჩვენი კლინიკის მანქანა, ხვდება ქართველი თარჯიმანიც“, –  განმარტა “ფორტუნასთან” საუბრისას Medical Park-ის ოფიციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში დალი ნესუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები