LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წითელი ხიდი თბილისში, რომელიც ზოოპარკს და მზიურს დააკავშირებს [ფოტოები]

1901
104578758-1533734323475339-9138088189220842032-o

ვამუშავებთ „მზიურის“ პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით გადასასვლელი ხიდის მოწყობის პროექტს – თქვა ერთი თვის ხნის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ და ერთი თვის თავზე, პროექტის რენდერი უკვე მზადაა.

ხიდის პროექტი საკმაოდ თამამია, პასტელური წითელი კონსტრუქცია კი მასიური ჩანს.

ღამით ხიდი ხაზოვნად იქნება განათებული

 

“წითელი, ჰაერში დაკიდებული ხაზი” – ასე აღწერენ ხიდს მისი დამპროექტებლები.

 

ჩვენი პროექტით გვინდა არა მხოლოდ ფუნქციური ხიდი შევქმნათ, ჩვენ გამოვიყენეთ ზოოპარკის გალიის ფორმები, როგორც სამშენებლო კონცეფცია და ესაა ხიდის მთავარი საყრდენი.

ჩვენი მიზანი იყო ხიდში შეგვეტანა კონცეპტუალური, ნოსტალგიური, დასამახსოვრებელი და სახასიათო ელემენტები. პასტელური წითელი ფერით კი ხაზს ვუსვამთ ხიდის ფუნქციონირებას. ამ მიდგომის შედეგად, ჩვენ შევქმენით კავშირი, რომელიც ისეთ განცდას ტოვებს, თითქოს ხიდი ერთი სუნთქვით მოხაზული ჰაერში ჩამოკიდებული ხაზია.

ღამით ხიდი ხაზოვნად იქნება განათებული, ხოლო მოაჯირები შეიმინება,” – ამბობენ პროექტის შემქმნელები.

პროექტზე იმუშავეს ნინო ჭანტურიამ, ლუკა ჩაგანავამ, ამირან შარიფაშვილმა, ნიკოლოზ ჯაბადარმა და ვახტანგ ცხოვრებაშვილმა.

 

პროექტ “ახალი მზიურის” ავტორი ანა გოგუაძე ხიდით მოხიბლულია და ამბობს, რომ ეს დამხმარე ნაგებობა ეტლით მოსარგებლეებისთვის ძალიან კომფორტული იქნება, მზიური კი ყველაზე ადაპტირებული პარკი გახდება.

“ზოოპარკიდან კაი გადმოსაგორებელი შენდება და მგონი ბოლო სერიაში ზოოპარკსაც მზიურს მიუერთებენ” – ამბობს გოგუაძე.

 

შეგახსენებთ, განახლებული მზიურის პარკი ოფიციალურად 14 ივნისს გაიხსნა.  

ყველაზე მწვანე, ლამაზი და უსაფრთხო: როგორ გამოიყურება განახლებული მზიურის პარკი (ფოტოები)

"გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით"

რეაბილიტაციის ფარგლებში, 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული  ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია გამწვანდა. აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ველობილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები