LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლის ღამის ჰოროსკოპი – რა გველოდება ამ ჯადოსნურ ღამეს

228

ჰოროსკოპს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან გეგმების სწორად დასახვაში გვეხმარება. ახალ წელს ყველა თავისებურად ხვდება, ამიტომ ზედმეტი არ იქნება ვიცოდეთ, რა გველოდება ამ ჯადოსნურ ღამეს.

ვერძი – ეცადეთ თავი დააღწიოთ ყოველდღიურობას და არ იფიქროთ საქმეებზე, რაც უფრო სწრაფად შეძლებთ ყოფითი პრობლემებისგან აბსტრაგირებას, მით უფრო ხალისიანად შეხვდებით დღესასწაულს და წელიც სიკეთის მომტანი იქნება. ცოტა მოთმინება და ხალისიანი გარემო – სულ ესაა, რაც კარგი დროსტარებისთვის გჭირდებათ.

კურო – „დაესესხეთ“ პოზიტიურ ენერგიას ახლობლებს და მეგობრებს. ნუ დარჩებით მარტო, რადგან შესაძლოა ახალი წლის ღამე ემოციონალურად საკმაოდ დაძაბული იყოს. თავს შეგახსენებენ ძველი შეცდომები, რისი დრო ნამდვილად არაა ახალი წლის ღამეს. თუ არ გყავთ შესაფერისი კომპანიონი, უკეთესია საერთოდ დაიძინოთ, რათა არ დამძიმდეთ არასასიამოვნო მოგონებებით.

ტყუპები – მიჰყევით წინასწარ დასახულ გეგმას. შესაძლოა იმედი გაგიცრუონ ახლობლების გულგრილობამ და მეგობრების აპათიამ, თუმცა ნუ აჰყვებით მათ ცუდ განწყობას და ნუ შეგეშინდებათ საკუთარი სურვილების განხორციელება.

კირჩხიბი – ახალი წლის ღამე სიყვარულისა და შინაგანი ჰარმონიის პერიოდია, რომელიც თვითრეალიზაციასა და გარემოს შეცვლაში დაგეხმარებათ. დაისვენეთ სამუშაოსგან და დაივიწყეთ ყველა პრობლემა, დაიჯერეთ საოცრების და ის აუცილებლად მოხდება. ნუ შეგეშინდებათ დღესასწაულის ღამეს ახალი ადამიანების გაცნობა, რომლებიც უზარმაზარ გავლენას მოახდენენ თვენს ცხოვრებაზე.

 ლომი – 2017 წლის ბოლო საკმაოდ დატვირთული იყო ემოციონალურად, ამიტომ არც ახალი წლის ღამე იქნება მშვიდი. ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ, რასაც ჩაიფიქრებთ, სწორედ ის ახდება, რადგან აზრებს მატერალიზაციის უნარი აქვთ.

ქალწული – ძალიან არ გინდათ, მაგრამ 1 იანვრის ღამეს საკუთარ შიშებთან პირისპირ მოგიწევთ შეხვედრა. აუცილებელი არაა, ახალი წლის დღეებში პრობლემებზე ფიქრი, მაგრამ თუ იანვრის თვეში პირად და პროფესიონალურ ურთიერთობებს მოაწესრიგებთ, მთელი წელი წარმატებული იქნება.

სასწორი – არაა გამორიცხული ახალი წლის ღამეს ახალი მეგობრები გაიჩინოთ და დიდ სიყვარულსაც შეხვდეთ. ნუ იტყვით უარს წვეულებაზე მიპატიჟებაზე, რადგან მარტო ყოფნით ნამდვილად ვერ მიიღებთ იმ სიურპრიზებს, რასაც ვარსკვლავები გპირდებიან.

მორიელი – ნუ გარისკავთ ზედმეტად, რათა ახალი წლის ღამის შცდომების გამოსწორება მთელი წელი არ მოგიწიოთ. მოერიდეთ ალკოჰოლს, ნურაფერს დაგეგმავთ წინასწარ, მიეცით უფლება ბედისწერას თვითონ მოგიწყოთ სიურპრიზი ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს.

მშვილდოსანი – თქვენთვის ახალი წლის ღამე სერიოზული ემოციონალური ცვლილებების პერიოდი იქნება, დაკარგავთ წარსულისა და აწმყოს შეგრძნებას. მართალია, ღამით კარგად მოილხენთ, მაგრამ დილას, მიხვდებით, რომ თქვენი აზროვნება და შეხედულებები, მიზნები და დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ კარდინალურად შეიცვალა.

თხის რქა – მოერიდეთ ზედმეტ რისკს, მიჰყევით დინებას და უბრალოდ დატკბით სადღესასწაულო ატმოსფეროთი და ახლობლებთან ურთიერობით. ნუ იმუშავებთ ახალი წლის დღეებში, რადგან ნათქვამია, „როგორც შეხვდებით ახალ წელს, ზუსტად ისეთი იქნება წელიწადიც!“ იფიქრეთ საკუთარ ოცნებებსა და სურვილებზე, ნუ გაცვლით მათ იმ საქმეზე, რომლის კეთებაც დიდი ხანია მოგბეზრდათ.

მერწყული – დაივიწყეთ წყენა და აპატიეთ ყველას, ვინც გასულ წელს გული დაგწყვიტათ. არ შეიძლება მუდმივად მტრების ძებნა, მოვიდა დრო დაივიწყოთ ყველაფერი ცუდი და ისწავლოთ დათმობა.

თევზები – ნუ გამოიჩენთ ჩვეულ ეგოიზმსა და გულგრილობას, შეხვდით დღესასწაულის ღამეს მეგობრების და ახლობლების გარემოში, რაც უფრო მეტი საყვარელი ადამიანი იქნება თქვენს გვერდით, მით უფრო ხალისიანად შეხვდებით ახალ წელს. მით უფრო, რომ სწორედ ახალი წლის ღამეა ადამიანებთან დაახლოების საუკეთესო პერიოდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები