LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლისთვის პროდუქტი არ გაძვირდება, თუმცა შემდეგ მძიმე რეალობას პროგნოზირებენ

95
consolidation-profitability-driv-dfda06d30f

„დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის“ ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, ახალი წლის პერიოდში, ფასების განსაკუთრებული ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

„ახალი წლის პერიოდში ფასების განსაკუთრებულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, თუ საერთაშორისო ბაზარზე რიგ პროდუქტზე არ მოხდა ფასების ცვლილება. მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ რიგი კომპანიები დაიწყებენ აქციებს, პირობითად 2+1 ან 3+1 აქციით, ამ მიმართულებით, რომ წაახალისონ თავიანთი პროდუქცია და მოხდეს მისი რეალიზება. ის საშიშროება, რომ პროდუქტი ძვირი დაგვხვდება და ვერ ვიყიდით, არ არის. აქამდე, რაზეც იყო ფასები, მაგალითად 2 კვირის ან ერთი თვის წინ, იგივე ფასები იქნება წინასაახალწლოდ”, – ამბობს ჭყონია, თუმცა იქვე დასძენს, რომ ახალი წლის გადავლის შემდეგ საკმაოდ მძიმე რეალობაში ვიქნებით.

„ჩემი მოლოდინი არის, რომ თებერვლის თვეში ლარი კვლავ გააგრძელებს გაუფასურებას. ამის ვარაუდის საფუძველს მაძლევს ის, რომ შედარებით მეტი აქტივობა დაიწყება თებერვლის, ან მარტის თვეში. როდესაც უკვე შეზღუდვები მოიხსნება და მაღაზიებიც გაიხსნება, შედარებით მეტი მოთხოვნა იქნება მოსახლეობის მხრიდან და ეს იქნება უფრო მეტი ზეწოლა ლარზე“,- აღნიშნადისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციისხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ლარის რყვევა ნეგატიურად აისახება ფასების ცვლილებაზე და შესაბამისად, მოსახლეობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები