LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალქალაქში 17 წლის მოზარდი დაჭრეს – სავარაუდო დამნაშავე დადგენილია

60
1

არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ახალქალაქში 17 წლის ბიჭი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი დღის წინ, ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ახალგაზრდას ჭრილობა სავარაუდოდ, დანით მიაყენეს.

მოზარდი ჯერ ახალქალაქის კლინიკაში, მოგვიანებით კი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით, კლინიკაში შეყვანის დროს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

Sknews-თან საუბრის დროს ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მოზარდებს შორის დაპირისპირება ღამით მოხდა, დაშავებული კი ადგილზე თანატოლების გასაშველებლად მივიდა.

კლინიკის დირექტორმა ალექსანდრ თოროიანმა კი განაცხადა, რომ ჭრილობა იყო მუცლის ღრუში შემავალი, ღვიძლის დაზიანებით და ასევე ჰქონდა ჰემორაგიული შოკი. მოზარდს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, ამის შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, არასრულწლოვანს სამი ლიტრი სისხლი ჰქონდა დაკარგული.

“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია, გამოძიება კი სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები