LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალქალაქში სამლოცველო დაარბიეს [ფოტო/ვიდეო]

333
47530109031_7a875cb169_z

ახალქალაქში, ერთ-ერთ სამლოცველოში ხატები დააზიანეს. დარბეული სომხურ-ქართული სამლოცველო სოფელ ხულგუმოში ახალგაზრდებმა გუშინ დილას ნახეს. დამსხვრეულია წმინდანების ქანდაკებები, დახეული და გადახაზულია ხატები. ეს ყველაფერი კი ძირს ეყარა.

სამლოცველოს ვანკის ან ჩგნავორის სახელით იცნობენ.

„ვანკი ჩვენი სიწმინდეა, როდესაც აქ ამოვედით ყელაფერი დამსხვრეული და მიმოფანტული დაგვხვდა. ვიღაც უცნობ(ებ)მა ჩვენი სიწმინდეები შეურაცხყვეს. არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ,“ – განაცხადეს ახალგაზრდებმა სააგენტო Jnews-თან (არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით შექმნილი საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც ჯავახეთში მუშაობს).

აღსანიშნავია, რომ სამლოცველო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული.

 

შსს-ში „ფორტუნას“ საეკლესიო ნივთების დაზიანების ფაქტი დაუდასტურეს. მათი განცხადებით, მომხდარზე გამოძიება  259-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები