LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალშობილები გაიყვანეთ მხოლოდ აივანზე, ამინდის მიუხედავად“ – ნანა ზერაგია გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

331
nanazeragia-doctor

როგორ დავიცვათ ახალშობილები კორონავირუსისგან, რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ სახლში გაწერის შემდეგ, უნდა მივიყვანოთ თუ არა პატარა გეგმიურ აცრაზე – ამ თემებზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში სამშობიარო სახლის „ბაიები“ ნეონატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნანა ზერაგიამ ისაუბრა.

„ახალშობილის გაწერა სამშობიარო სახლიდან ხდება დაბადებიდან მესამე-მეოთხე დღეს. გაწერისას დედას ეძლევა ამონაწერი ახალშობილის განვითარების ისტორიიდან და ასევე, პედიატრის რეკომენდაციები. აქ მითითებულია ახალშობილის მოვლის წესები, ეს გახლავთ ბავშვის ოთახის ყოველდღიური სველი წესით დამუშავება, უკვე დღეში ორჯერ, ხშირი განიავება, ოთახის ტემპერატურის კონტროლი, კვება, ბანაობა, კანის, თვალების, ცხვირის მოვლა. ასევე ჭიპის დამუშავება, ჰაერზე გასეირნების ხანგრძლივობა და ა.შ. პანდემიის დროს აუცილებელია ჯანმოს რეკომენდაციების დაცვა. პირველ რიგში, ახალშობილის სრული იზოლაცია, მხოლოდ მშობლები და სოციალური კონტაქტებისგან მაქსმალურად თავის არიდება. დედისა და ახალშობილის ერთად ყოფნა და ძუძუთი კვების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. ახალშობილთან ყოველ შეხებამდე ხელების დაბანა და დამუშავება, თუ დედას აქვს მინიმალური რესპირატორული სიმტომები, ამ დროს აუცილებელია ნიღბის გამოყენება. ნიღაბი უნდა იყოს სამედიცინო და იცვლებოდეს ყოველ 2 საათში. ოჯახის ყველა წევრის მიერ სახლში შესვლისას სავალდებულოა ჰიგიენის წესების დაცვა, იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი კონტაქტში ახალშობილთან.

რაც შეეხება ახალშობილის ჰაერზე გაყვანას, ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ჰაერზე გაყვანა შესაძლებელია ოჯახში მისვლიდან 2 დღის შემდეგ, მაგრამ ამჯერად ვურჩევთ, ჰაერზე გაყვანისგან თავის შეკავებას, გარდა იზოლირებული აივნისა.

პანდემიის დროს ექიმთან ვიზიტი აუცილებელი არაა, თუ არ არის ამის აუცილებლობა. ექიმსა და პაციენტს შორის აუცილებელია არსებობდეს კომუნიკაცია, ინტერნეტით, ტელეფონით და ა.შ. თუ პაცინეტის მკურნალობა არის ექიმის პრეროგატივა, დაავადებისგან თავის არიდება უკვე მშობლის პრეროგატივაა. მშობლის ეპიდგანათლება უნდა იყოს მაღალი და ამაზე უნდა იზრუნოს მედპერსონალმა ბავშვის დაბადების პირველივე წუთიდან.

ჩვენ მშობელს ყოველთვის ვაძლევთ რეკომენდაციას, რა დროსაა საჭირო და აუცილებელი ექიმთან ვიზიტი , მიუხედავად პანდემისაა. ეს ნიშნებია, არ წოვს, სძინავს 3 საათზე მეტხანს, არ ტირის, კვნესის, სუნთქა არის გახშირებული, არ იღვიძებს კვებისთვის. ასევე, კანის ფერის ცვლილება, სილურჯე, სიყვითლე, გამოხატული სიფერკმრთალე, ხშირი ღენიბება, ტემპერატურა 37.5 გრადუსზე მეტი ან 35 გარდუსზე ნაკლები. ასევე განავლის ფერის ცვლილება, სისხლი ან ზედმეტად მუქი ფერის განავალი. ასეთ შემთხვევაში პანდემიის მიუხედავად, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. ეს ვიზიტი უნდა დაიგეგმოს ისე, რომ არ მოხდეს რიგში დგომა და სოციალური დისტანცირება იყოს დაცული“.

ნანა ზერაგიამ ასევე ისაუბრა აცრების აუცილებლობაზე.