LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა არ არის არც სამეგობროს და არც ეკლესიებში შეკრებების დრო – პაატა იმნაძე

663
1581071643

“ნაკლები ადამიანური კონტაქტი უნდა გვქონდეს. ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას და ყველგან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პაატა იმნაძემ მოსახლეობას სოციალური დისტანცირების წესის დაცვის აუცილებლობა კიდევ ერთხელ შეახსენა.

“ჩვენ კიდევ და კიდევ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, უფრო ნაკლები ადამიანური კონტაქტი უნდა გვქონდეს. ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველგან, ეს ეხება ყველას, მათ შორის ეხება, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც, მათ შორის ეხება სამეგობრო წრეებს, ეს ეხება დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ძირითადად ოჯახების კლასტერებს უკავშირდება, ამიტომაც უახლოესმა ადამიანებმაც ერთმანეთს შორის დისტანცია უნდა დაიცვან.

“ოჯახებში არ იყო დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. არ არის დღეს არც სამეგობროს შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებში შეკრების დრო”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 81-მდე გაიზარდა. უკვე გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 4505 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 247.

 

ასევე იხილეთ:

ქვეყნები, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა

საყოველთაო კარანტინიდან შორს არ ვართ – დიმიტრი ხუნდაძე

პატიმრებისთვის ოჯახთან კონტაქტის არარსებობა კომპენსირებული იქნება: პენიტენციური დაწესებულებები კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდება

ჩინური კომპანიის სწრაფი ტესტი, რომელიც ევროპაში დაიწუნეს, საქართველოში არ გვაქვს

პოპულალურები