LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლა დაიწყება – ნეტა არ წასულიყვნენ , სად მიდიან ადამიანები გარდაცვალების შემდეგ და ცაში ყურება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

280
BeFunky-collage - 2020-08-25T101839.609

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გლოვის დღესთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 2020 წელი მისთვის რთული იყო, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდი. ჟურნალისტი ეხმაურება შატილში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ტრაგედიასთან გამკვლავებას ურჩევს.

“დღეს, გლოვის დღეა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი რომელი ერთი უნდა ვიგლოვოთ. მძიმე და სასტიკია ეს წელი და ზაფხული განსაკუთრებით.

ავტოსაგზაო შემთხვევით დები, დედა-შვილი გარდაიცვალნენ. რომელი ერთი იტიროს ოჯახმა. ვგრძნობ მათ ტანჯვას, ფიქრებს. ახლა დაიწყება დარდი იმაზე, რომ ნეტა არ წასულიყვნენ ექსკურსიაზე. ახლა დაიწყება ყველაფერზე დარდი.. მერე გამუდმებით ფიქრი, სად მიდიან ადამიანები გარდაცვალების შემდეგ და ცაში ყურება.

დღეს, 11 წლის ბავშვსაც ვგლოვობთ. მამამ, ცემისგან რომ აიძულა თავი მოეკლა. წარმოიდგინეთ, რა ძლიერი იყო შიში, რომელშიც ცხოვრობდა და უმძიმესი ყოფა რომ ურჩევნოდა მომკვდარიყო.

სასტიკი წელია. თითქოს ყოველ ჯერზე უფრო ცუდი ხდება, რომ უკვე მომხდარი ტრაგედია “არაფერი” გახადოს.

ყველა ჭირის(უფალს) ვუგზავნი სითბოს, სიყვარულს. ღმერთს ვთხოვ, თითოეულ მათგანს მისცეს ძალა ამ ყველაფერს გაუმკლავდნენ”- წერს ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები