LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა გადავდივართ პიკს და გარკვეულად დაღმავალ ფერდზე გავდივართ: გამყრელიძე

75
ამირან გამყრელიძე

“სანამ ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, შეზღუდვების სრული შემსუბუქება, ჯერჯერობით, დაუშვებელია.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა და განმარტა, თუ რის საფუძველზე მიიღეს ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქების გადაწყვეტილება.

დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ასეთია: “გადავდივართ პიკს და გარკვეულად დაღმავალ ფერდზე გავდივართ”.

მისი თქმით, გაითვალისწინეს მოსახლეობის განწყობაც და ოქროს შუალედი მოიძებნა, რომლის მიხედვითაც ღამის კარანტინის ხანგრძლივობა შემცირდა:

“როგორც ჩვენი მონაცემებით, ასევე ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზირებით, ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს და გარკვეულად დაღმავალ ფერდზე გავდივართ. ამას მიუთითებს ბოლო 7 დღის განმავლობაში კლების ტენდენცია, როგორც ინფიცირების, ასევე დადებითობის მაჩვენებლის.

მეორე გახლავთ ის ფაქტი, რომ საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა, მით უმეტეს მაისში, როცა სერიოზულად დათბა, ღამით გადაადგილებასთან დაკავშირებით. ამიტომ აქ ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი. სრული შემსუბუქება დაუშვებელია, ჯერჯერობით, სანამ ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, და მეორეს მხრივ გათვალისწინება მოსახლეობიოს განწყობის. ამიტომ ეს ოქროს შუალედი მოიძებნა, შემცირდა ღამის კარანტინის ხანგრძლივობა.” – თქვა გამყრელიძემ.

ზაფხულითა და მოსახლეობის აქტივობით ხსნის საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მინიტრის მოადგილეც.

როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, ამ პერიოდში, აქტივობა უფრო მეტად მოსალოდნელია გარე, ვიდრე შიდა სივრცეში. გარე სივრცე კი, ეპიდემიოლოგიური კუთხით, უფრო ნაკლები რისკის მატარებელია:

“შემსუბუქების გადაწყვეტილება ეხება ღამით მოძრაობის შეზღუდვის შემსუბუქებას, რაც ვფიქრობ, ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით და ასევე, დღის ხანგრძლივობის გაზრდის გამო, უკვე იყო ძალიან აქტიური და მოლოდინიც მოსახლეობის მხრიდან. ამ შემთხვევაში, აქტივობა უფრო მეტად მოსალოდნელია გარე, ვიდრე შიდა სივრცეში. გარე სივრცე უფრო ნაკლები რისკის მატარებელია ეპიდემიოლოგიური კუთხით. ამ გადაწყვეტილებას ზამთრის პერიოდში ვერ მივიღებდით მსგავსი პიკური მდგომარეობის პირობებში, მაგრამ ზაფხულში, როცა გარე სივრცეში აქტივობა მეტია, ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდას ეს, რა თქმა უნდა, აბალანსებს.” – თქვა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, დღეიდან, საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან ამოქმედდება და დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს.

პოპულალურები