LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა მიაკითხავენ ამ ქონების ჩამსხმელები ქიბარ ხალვაშს და ეტყვიან დაბრუნდი შენს სამოთახიან ნაქირავებ ოფისში – გვარამია

255
67488058-1931928740242153-6509122670523580416-n

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლო დატოვა. როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ  სასამართლოზე მიმდინარეობდა საბაზრო წესების განხილვა სისხლის სამართლის წესით.

“რატომ არის მედიაბიზნესი ასეთი, რატომ არის მედიაბაზარი ასეთი, რა ვიცი ასეთია ასე დადგინდა. ეს არის ამ ბიზნესის სპეციფიკა და რამდენად საღ აზრს შეესაბამება, არ ვიცი. მძიმე მდგომარეობაა, ქიბარ ხალვაშის დროს როგორი მდგომარეობა იყო, არ უნდა კითხოს? ჩვენ რაც გვაქვს ვალები აბსოლუტურად რესტრუქტურიზებადია, ამას სჭირდება “ჩასხმა”. წელს დაგეგმილი გვქონდა “ჩასხმა”. ჩვენს დამფუძნებლებს ვგულისხმობ, თუმცა მათი არაა “რუსთავი 2” და არ “ჩაასხამენ”. მეტიც, მოითხოვენ უსაფუძვლო გამდიდრების მუხლიო უკან, რაც “ჩასხმული” აქვთ. ამიტომ მობრძანდეს ქიბარ ხალვაში მისი ყადაღით დანგრეულ კომპანიას მიხედოს, “ჩაასხას” და გაისტუმროს ხელფასები და ვალები,” – აღნიშნა გვარამიამ.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც შეიტანეს ქონების სახით, ამას უკან წამოიღებენ უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით.

“მეტიც, მეც მაქვს ჩემი პრეტენზიები “რუსთავი 2-ის” მიმართ, თუმცა, ეს განიხილება ლონდონის არბიტრაჟში. იმიტომ იხილავენ სისხლის სამართლის წესით ახლა,  რომ ჩემთან სამოქალაქო წესით დავა აქ არ შეიძლება. ქიბარ ხალვაში რომ იყო სამოთახიან ნაქირავებ “ბუტკაში” 10 კამერით და ახლა არის 50 მილიონის ქონება. ახლა მიაკითხავენ ამ ქონების “ჩამსხმელები” და ეტყვიან დაბრუნდი სამოთახიან ნაქირავებ ოფისში. დაგვიბრუნე ჩვენი ქონება ეს არის ამბავი და ეს მოხდება,” – აღნიშნა გვარამიამ.

პოპულალურები