LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა მოგვისმენენ – პუტინმა ახალი ბირთვული იარაღი წარადგინა

143

“რუსეთი შეუდგა ახალი თაობის სარაკეტო სისტემის შექმნას, რომელსაც “სარმატი” ჰქვია,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მან პირველ მარტს გამართულ ფედერალურ ასამბლეაზე ახალი ბირთვული იარაღი წარადგინა.

პუტინმა იარაღის წარდგენისას ანიმაცია გამოიყენა. როგორც BBC წერს, ანიმაციისას ნაჩვენები ტერიტორია, რომელზეც რუსულ იარაღს იერიში მიაქვს, აშშ-ის ერთ-ერთი შტატს, ფლორიდას ჰგავს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, “სარმატის” შემადგენლობაში ორი ახალი ატომური რაკეტაც შევა, მათ შორის, ერთი წყალქვეშა, ერთი კი – საჰაერო.

 

“საჰაერო რაკეტას შესაძლებლობა ექნება, სამიზნეზე იერიში მიიტანოს როგორც ჩრდილო, ასევე სამხრეთ პოლუსების გავლით. როგორც ხვდებით, მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას ჯერ არ აქვს. ოდესმე შეიძლება ჰქონდეთ კიდეც, თუმცა ამ დროისთვის ჩვენ რაიმე ახალს მოვიფიქრებთ,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, რაკეტა ქვემოთ იფრენს და მისი შემჩნევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მას ცვალებადი ტრაექტორია და ფრენის განუსაზღვრელი მანძილი აქვს.

“ეს უბრალოდ ფანტასტიკაა,” – დასძინა პუტინმა.

პუტინი აღნიშნავს, რომ რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა როგორც ამერიკა, ასევე “ნატო”, იმის შესახებ, რომ რუსეთი მიიღებს ყველა ზომას, რათა საფრთხის ნეიტრალიზაცია დროულად მოახდინოს. პუტინი ამბობს, რომ საფრთხეს “გლობალური პროამერიკული” ფონი იწვევს.

“ჩვენთან საფუძვლიანი საუბარი არავის უნდოდა. ახლა ისინი მოგვისმენენ,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები