LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა პატარა, კაფანდარა გოგო აღარ არის, როცა იღიმის ზუსტად ვიცი, იმ მომენტში როგორი შეუპოვარი და დაუმარცხებელი ხდება: ხიდაშელი ლომჯარიაზე

896
BeFunky-collage (11)

თინა ხიდაშელი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თანადგომას უცხადებს.

“პატარა, კაფანდარა გოგო იყო Nino Lomjaria იურისტთა ასოციაციაში რომ შევხვდით პირველად. მართლა ძალიან პატარა იყო, არ მახსოვს რამდენი წლის, ოღონდ გასაუბრება რომ დავიწყეთ ისეთი სხივი ჰქონდა თვალში არასოდეს დამავიწყდება.

ერთი წამით არ დავფიქრებულვარ, რომ იქ იმ კედლებში უნდა დამეტოვებინა.

ახლა პატარა, კაფანდარა გოგო აღარ არის, მაგრამ ტელევიზორში როდესაც ვუყურებ, განსაკუთრებით როცა იღიმის ის სხივი გაუელვებს ხოლმე თვალში და ზუსტად ვიცი, იმ მომენტში როგორი შეუპოვარი და დაუმარცხებელი ხდება”- წერს თინა ხიდაშელი.

ჩემი, როგორც ერთი მღვდლის თანადგომა ომბუდსმენს გავეშებული ფანატიკოსების თავდასხმების დროს: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ცნობისთვის, დღეს, 7 ივნისს, ლევან ვასაძემ, “ალტ-ინფომ” და სხვებმა ომბუდსმენის ოფისთან აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის როლს აკრიტიკებდნენ.

ლომჯარიას გადადგომა მოითხოვა ლევან ვასაძემაც, რომელიც აქციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები