LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა პირდაპირობის დროა და რაც სათქმელია უნდა ითქვას: გიგი უგულავა კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება

42
uguca

“თუ კალაძე ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილსა და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას!”, – ასე გამოეხმაურა ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა კახა კალაძის განცხადებას “პოლიტიკურ დისკუსიასთან და კომპრომისებთან დაკავშირებით”.

მისი თქმით, სწორედ ახლა არის დრო, როდესაც სათქმელი უნდა ითქვას.

”ვერ დავკავდები კალაძის ფსიქოანალიზით. თუ მას რამე აწუხებს, გამოვიდეს და თქვას ღიად.

თუ კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას. თუ ის ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილსა და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას.

ასეთი ამბივალენტური საუბრები, რომლებიც იმასაც ტოვებს და ამასაც, იქითაც ვარ და აქეთაც, ასეთი საუბრების დრო აღარ არის. ასეთი საუბრების ფონზე ქვეყანა მიდის სულ უკან და უკან. როცა უნდა ხოლმე ბატონ კახას, სჩვევია ხოლმე პირდაპირობა და ახლა პირდაპირობის დროა, თქვას, რაც უდევს გულში”,- განაცხადა, გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ახლა საჭიროა პოლიტიკური დისკუსია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები