LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლა უკვე 1 240-დოლარიან ბოტასებში გამოგვეცხადა” – სააკაშვილის უცნობი ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2555
BeFunky-collage

2021 წლის 31 მარტს „ტვიტერში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფოტო გავრცელდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი, როგორც ფოტოს ავტორი წერს, აეროპორტის შიდა გადაადგილებისთვის განკუთვნილ ავტობუსში ზის.

 

 

სააკაშვილის ჩაცმის სტილი, განსაკუთრებით კი წითელი ბოტასი, განხილვის საგნად იქცა ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან.

ფოტოს გავრცელებიდან მალევე, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მოიძიეს აღნიშნული ბოტასის ფასი, რაც როგორც ირკვევა 1 240 დოლარის შეადგენს.

მიშა სააკაშვილს "ბალენსიაგას" 895 დოლარიანი ბოტასი აცვია

მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიაში, როგორც ჩანს, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. მან ახლახან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც შესამჩნევად გამხდარი და ნავარჯიშევია. ფოტომ ფეისბუქზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სააკაშვილს ახალი ვარცხნილობა აქვს და მაისურსა და შორტშია გამოწყობილი. ჩვენი ყურადღება მისმა ბოტასებმა მიიპყრო, რომელიც “ბალენსიაგას” კოლექციიდან არის და 895 დოლარი ღირს. შეგახსენებთ, “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი ქართველია, დემნა გვასალია.

ასევე ვრცელდება ფოტოკოლაჟი წარწერით: „უჭირს”

„მიშას ადრე ჩართვა ჰქონდა სახლიდან და სავარძელი, რომელშიც იჯდა, ღირს 8 000 ევრო. ახლა უკვე 1 240-დოლარიან ბოტასებში გამოგვეცხადა.

არა, ეს ისე უბრალოდ დავწერე, ჩვენგან მოპარული ფულებით როგორ ცხოვრობს უკრიანასა თუ ნიუ-ორკში, მანჰეტენზე…

იმ საწყალი ქალების ნაშრომ ფულსაც რომ ითვისებდა, ემიგრანტების, ისიც გამახსენდა…

ისე კი ცოდონი არიან ჩვენი ყოფილი ჩინოვნიკები, აქვთ ფული და ვერ ირგებენ, მალავენ, ტირიან, თვალთმაქცობენ… აი, ამას ჰქვია შავი ფული, ვერ ათეთრებენ“. – წერს ფეისბუქმომხმარებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები