LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლა ყველანი რუსთაველზე”- სააკაშვილი მოსახლეობას მობილიზაციისკენ მოუწოდებს

სააკაშვილი

“ახლა ყველანი რუსთაველზე” – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ვიდეომიმართვაში გააკეთა. ის მოსახლეობას მობილიზაციისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, რუსთავი 2 -ის ეთერში გუშინ გასული სიუჟეტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულია.

ისინი არიან დღეს ძალიან სუსტები, მათ მოიპარეს ხმები, არჩვენები მხოლოდ კარტოფილით და ძალადობით არ იქნა წაგებული, რეალური ციფრები იქნა დადებული კომისიის მოსყიდვის მეთოდით, ჩვენ არ ვართ საბჭოთა კავშირში, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე, ამაყი ერი, მოვუწოდებ ხალხს, ეს ამათ არ უნდა შერჩეთ”, – ამბობს სააკაშვილი. მისივე თქმით, ივანიშვილმა უნდა დათმოს საქართველოს  ხელისუფლება. “ბოლომდე თქვენთან ერთად ვდგავარ”.

 

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/2433558426657785/?notif_id=1544896473972390&notif_t=live_video_explicit

შეგახსენებთ, ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა. მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს.

ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი პოლიციას წინასწარ არ გაუფრთხილებია ყვარლის მარშრუტზე და გზის გაგრძელებას გურჯაანის გზით ცდილობენ.მათ ჩუმლაყთან გზიდან მანქანებისა და ავტობუსების გადაყვანა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. ვითარება ჩუმლაყთან ამ დრომდე დაძაბულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები