LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკრძალვის მიუხედავად ჯაფარიძემ შავ მანქანას ტრაფარეტი დაადგა და ტაქსაობს [ვიდეო]

715
71826808-2411737912248227-3341810200708382720-n

“გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ დღეს ტაქსებთან დაკავშირებით, ძალაში შესული აკრძალვების გამო, შავ მანქანას ტრაფარეტი დაადგა და ქალაქში გავიდა.

როგორც “ფეისბუქის” ლაივში ზურა ჯაფარიძე ამბობს, ის პატრულმაც დაინახა, ზედამხედველობის სამსახურმაც და მერიასთანაც ჩაიარა, თუმცა არავინ მიაქცია ყურადღება.

“მართლა მაინტერესებს რომ გამაჩერონ რა უნდა მითხრან, რატომ არ მაქვს უფლება, საკუთარ მანქანას დავაწერო ის რაც მინდა,” – ამბობს ზურა ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ რეგულაცია არ მუშაობს.

ამ დროისთვის ზურა ჯაფარიძე ქალაქში მოძრაობას აგრძელებს და ცდილობს მგზავრი აიყვანოს.

შეგახსენებთ, დღეიდან A კატეგორიის ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის უნდა იყოს. ამის შემდეგ კი რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. თბილისის ვიცე-მერის განცხადებით,  ტაქსების გარკვეულმა რაოდენობამ კატეგორიზაცია უკვე გაიარა, თუმცა ირაკლი ხმალაძის თქმით, პროცესი ჯერ არ დასრულებულა. 

მისივე განმარტებით, შემდგომი ეტაპი უკვე ტაქსის მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

A და B კატეგორია – ვის მოუწევს ტაქსის თეთრად გადაღებვა?

„ჩვენ ლიცენზირებული გვყავდა დაახლოებით, 26 000 სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც ტაქსები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარებიან წელიწადში ორჯერ. ამის შედეგად ტექინსპექტირება გაიარა დაახლოებით 70%-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ 30% ტექნიკურად ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს. კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები