LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალაზანში 20 წლამდე ბიჭს მეორე დღეა ეძებენ

149
Capture

მდინარე ალაზანში მეორე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუხადეს, უწყებაში ორი ახალგაზრდას დაკარგვის შესახებ შეტყობინება გუშინ შევიდა.

მაშველებმა ერთი ახალგაზრდა იპოვეს, თუმცა მეორე, 20 წლამდე ბიჭის სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფრომაციით, ახალგაზრდები, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანში საბანაოდ შევიდნენ, თუმცა გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

საძიებო სამუშაოებს აწარმოებს 20-მდე მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა ჯგუფია ჩართული.

პოპულალურები