LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალდაგი“ მცირე და საშუალო კომპანიებს სარეკლამო სერვისების მიღებაში დაეხმარება

69
79321207-2575430202522407-8617531161331105792-o

სადაზღვევო კომპანიაალდაგიმცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საახალწლოდ სიახლეს სთავაზობს – 20 დეკემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში, „ალდაგში“ დაზღვეულ მომხმარებლებს, საშუალება ექნებათ სარეკლამო, ინტერიერის და ტექსტილის დიზაინის მომსახურებებით, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ.

კომპანიის ინფორმაციით, 20 დეკემბერს, ტერმინალში, „ალდაგი“ ამ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, რომელშიც პარტნიორი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას: ფავორიტი; პრომო ჰაუსი; პრომოუტერი; პანორამა; KM ინტერიერის დიზაინი; LTS ინტერიერის დიზაინი; მატერპორტ ჯორჯია; უნიფექტორი.

ალდაგისპარტნიორი კომპანიები, ადგილზე საკუთარი ნამუშევრების გამოფენას მოაწყობენ და დაინტერესებულ მომხმარებლებს საკუთარ სერვისებს, პროდუქციასა და პირობებს უფრო დეტალურად გააცნობენ.

თუ გაქვთ სურვილი, რომ დაესწროთ ღონისძიებას, დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები