LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ALDENO აგრო სახლი“ – პატარა გურული სასტუმრო, რომელიც დროში გამოგზაურებთ (ფოტოები)

1372
70979533-381255075883472-7966540369821171712-n

მოგზაურობა დროში და გურია, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ აღმოგიჩენიათ და აუცილებლად უნდა ნახოთ. იდეალური დასვენება შემეცნებითი ტურები, აგრომეურნეობა, თევზაობა და სხვა ბევრი რამ, რასაც ერთი პატარა, გურული საოჯახო სასტუმრო გთავაზობთ – ეს ,,ALDENO აგრო სახლია“, რომელიც გურიაში, ჩოხატაურის რაიონში მდებარეობს.

როგორც სასტუმროს მენეჯმენტში ამბობენ, ,,ALDENO აგრო სახლში“ მისულ სტუმრებს ლამაზი, მყუდრო გარემო დახვდებათ, სადაც შეძლებენ დაათვალიერონ ისრაელის ტექნოლოგიებით აღჭურვილი უნუკალური ესპანური მარწყვის სათბური, ფეიხოას პლანტაცია, გაეცნონ და მონაწილება მიიღონ მარწყვისა და ფეიხოას მოვლა-მოყვანაში, დააგემოვნონ მარწყვი, ფეიხოა და მათგან წარმოებული პროდუქცია : ჯემი, კომპოტი, მურაბა. ასევე გასინჯონ საფირმო პროდუქტი ცოცხალი ჯემი ,,სიცოცხლის ელექსირი” – შემადგენლობა: ფეიხოა,კივი,თაფლი,ლიმონი. (ჯემი წარმოებულია კონსერვატების გარეშე და მისი შეძენა შესაძლებელია ადგილზე).

„ჩვენი სასტუმრო მდებარეობს მდინარე სუფსიდან 50 მეტრზე. შესაბამისად, აქ შესაძლებელია ბანაობა და თევზის დაჭერა ანკესით. სხვა ბევრ სერვისთან ერთად, ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ ერთ, ან ორდღიან ტურებს, რომლებიც მოიცავს: ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალური ღვინო ცოლიკაურისა და ჩხავერის გლეხური მეურნეობის გაცნობას, ვიზიტს მთაში მდებარე საფუტკრეში, სადაც დააგემოვნებთ თაფლს, ფიჭას, სანთლის არაყას. გარდა ამისა, მთაშივე ნახავთ მდინარეზე მოწყობილ საკალმახეს და თქვენივე ხელით დაიჭერთ, შეწვავთ და დააგემოვნებთ მთის კალმახს. ამასთან, ეწვევით უდაბნოს მე-6 საუკუნის სამონასტრო კომპლექსს, მაღალმთიან კურორტ ბახმაროს, ბიბლიური კიდობანის მთას, ერისთავთა რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, 300 წლის წინ გაშენებულ ერისთავთა ტყეპარკს, სადაც ნახავთ ეგზოტიკურ მცენარეებს, მათ შორის : კანფეტის ხეს, იაპონური მარწყვის ხეს, გიგანტური სეკვოიას, ფანქრის ხეს, გინკობილობას, ქაფურის ხეს, ბიბლიურ ურთხელს, დაათვალიერებთ ევრაზიის წყალგამყოფი მდინარეების სუფსა-გუბაზეულის ხეობას და სხვა. ეწვევით ბედნიერების და სილამაზის წყაროს ,,9 წყაროს, მჟავე წყლებს, პონტოს მუხის აღკვეთილს, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში. შემდეგ იმოგზაურებთ დროში და გაეცნობით მე-18 საუკუნეში გურული გლეხის ცხოვრებას“, – ამბობენ გურული საოჯახო სასტუმროს მენეჯმენტში.

მათივე ინფორმაციით, ,,ALDENO აგრო სახლი“ დამსვენებლებს უგემრიელეს გურულ სამზარეულოსაც სთავაზობს, რაშიც შედის: საფირმო გურული ღვეზელი, კეცის მჭადი, ყველი, ნადუღი ონჭოთ, ამოლესილი ლობიო, მოხარშული კვერცხი სუნელებით, ნიგოზში ჩახოხბილი ქათამი, გურული კუპატი.

ცნობისთვის, საოჯახო სასტუმრო ,, ALDENO აგრო სახლი“ მდებარეობს გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრში, დუმბაძის ქუჩის მეორე ჩიხი N3. მობ: 599 49 26 26. 577927705. e-mail [email protected]

სასტუმროში ღამის გათევა ღირს 25 ლარი კვების გარეშე , ორჯერადი კვებით კი -45ლარი.

ტურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ facebook გვერდზე: https://www.facebook.com/guria.chokhatauri.bakhmaro/

https://zaurguriatour.wixsite.com/zaurguriatour

https://www.facebook.com/saojaxosastumroaldeno/?modal=admin_todo_tour

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები