LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს 6 საუკეთესო ფილმი

802
ინიარუტო

ინიარიტუს ნამუშევრები არავის ტოვებს გულგრილს, რადგან ინდივიდუალური სტილის შექმნით, მექსიკელი რეჟისორი ყოველთვის საკუთარი თვალით დანახულ სამყაროში სთავაზობს მაყურებელს მოგზაურობას. 

 

„ძუკნა სიყვარული“ (Amores perros, 2000) – წარმატებულმა დებიუტმა – პირქუშმა დრამამ მარტოხელა პერსონაჟების ისტორიით, რომელმაც „ოსკარის“ ნომინაცია და BAFTA-ს პრემია დაიმსახურა, ერთის მხრივ რეჟისორის კარიერა განსაზღვრა, მეორეს მხრივ კი, სცენარისტთან გილიერმო არიაგასთან მეტად ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი. 

 

 „21 გრამი“ (21 Grams, 2003) – მართალია, დრამა აბსოლუტურად განსხვავებულ – შემთხვევითობის წყალობით, ერთი ბედით დაკავშირებული ადამიანების ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს, მაგრამ მაინც სადებიუტო ფილმის გაგრძელებად ითვლება, ერთგვარ „ტრილოგიას სიკვდილზე“ კი, ინიარიტუს მორიგი შედევრი „ბაბილონი“ ასრულებს.

 

„ბაბილონი“ (Babel, 2006) – წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში „ოსკარის“ ნომინანტ დრამაში წყვილზე, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ, შორეულ მოგზაურობაში ცდილობს ურთიერთობის აღდგენას, მთავარი როლი ბრედ პიტმა და ქეით ბლანშეტმა შეასრულეს. სხვათაშორის, პიტმა, რომელიც ინიარიტუს შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია, სწორედ მასთან თანამშრომლობის სურვილით თქვა უარი მარტინ სკორსეზეს „განდგომილებში“ მონაწილეობაზე.

 

Biutiful (2009) – მართალია, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ფილმზე მუშაობა, რადგან ერთის მხრივ, რეჟისორი პირდაპირ გადასაღებ მოედანზე წერდა სცენარს, მეორეს მხრივ კი, მთავარი როლის შემსრულებელმა ხავიერ ბარდემმა გადაიტანა უმძიმესი ოპერაცია, მაგრამ პროექტი მაინც წარმატებული აღმოჩნდა, მისი შემქმნელები კი, დამსახურებული პრემიებით დაჯილდოვდნენ.  

 

Birdman (2014) – ინიარიტუს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი ყოფილ ვარსკვლავზე, რომელიც ნებისმიერ ფასად ცდილობს ძველი დიდების დაბრუნებას, არაჩვეულებრივი მსახიობის მაიკლ კიტონის მეორედ დაბადებად იქცა, რაც „ოქროს გლობუსის“ პრემიითაც აღინიშნა. 

 

„გადარჩენილი“ (The Revenant, 2015) – მორიგ გამოწვევად იქცა ინიარიტუსთვის ვესტერნის „გადარჩენილი“ გადაღება, რადგან რეჟისორს სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, მხოლოდ ბუნებრივ განათებაზე სურდა მუშაობა. პრობლემებს კანადური ზამთრის მკაცრი კლიმატიც დაემატა, რომელმაც ავტორებს გადაღებების მუდმივად გადადება აიძულა, ვერ გაუძლო მძიმე პირობებს ვერც ლეონარდო დი კაპრიომ, რომელიც რამდენჯერმე გახდა ავად, თუმცა საბოლოოდ, მსხვერპლი სრულად ანაზღაურდა, რადგან ინიარიტუსა და ემანუელ ლუბეცკის მხარდამხარ, დი კაპრიომაც მოიპოვა სანუკვარი „ოსკარი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები