LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: “მაგიდაზე შეხტომა, კივილ-წივილი, ქალი დეპუტატის იღლიაში ამოჩრა და აქეთ-იქით ტრიალი, არ არის პოლიტიკა”

269
BeFunky-collage (11)

ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში ისევ უნდა მივიდეს.

მინ იმ პროცესებს რაც პარლამენტში გუშინ განვითარდა “ცირკი” უწოდა.

“კარგად დავინახეთ “ქართული ოცნების” წევრები როგორ მიათრევდნენ თინას – ენმ პაპუაშვილისა და მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

შალვა პაპუაშვილი: დაბრალებებს არ ვიყოთ, რა ძალადობა? – თინასთან ვწუხვარ

„5 ივლისს, რას აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და წინასწარ დაანონსებული ძალადობა რატომ ვერ აღკვეთეს? გუშინ, პარლამენტში ისევ ცირკი გაიმართა – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო და სიხარულით გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის მიუღებელი, პარლამენტი არ არის რინგი. მაშინ, ვთქვათ, რომ იმ გზით მივდივართ, ვინ უფრო ხმამაღლა იკივლებს და კისრით წამოვიღებთ ერთმანეთს. გუშინდელი რეჟიმი არ არის ნორმალური, რადგან მაგიდაზე შეხტომა და კივილ-წივილი, ქალი დეპუტატის იღლიაში ამოჩრა და აქეთ-იქით ტრიალი, არც პოლიტიკაა და არ ვიცი, რა არის? ჩემს თავზე გული მერეოდა, რომ მივედი და მინდოდა, კითხვები დამესვა. გაუგებარია, ოპოზიციონერი დეპუტატი ქალი მაგიდაზე რატომ შეხტა, კივის, წივის და რატომ იქცევა უცნაურად, ეს აღმაშფოთებელია ისევე, როგორც შალვა პაპუაშვილი დინჯი კაცი მეგონა და მისი ქცევა ზღვარს გადასული იყო. მანდატურივით იღლიაში კოლეგას რომ ამოიჩრი, არ ვიცი, ამას რა ჰქვია. გუშინ რაც მოხდა, ვინ იხეირა?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები