LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ცოცხალი მამალი გაუშვა

326
mamali

სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა. ალეკო ელისაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ეზოში მამალი გაუშვეს. აქციის მონაწილეებმა ასე პრეზიდენტის მიერ ირანული მამლის ფიგურების 4310 დოლარად შესყიდვა გააპროტესტეს.

მამლის ფოტოს ალეკო ელისაშვილი საკუთარ “ფეისბუქზე” აქვეყნებს და წერს : “სამარცხვინო პრეზიდენტს ირანული მამლების ფიტულის ნაცვლად ქართული ჯანმრთელი მამალი მივუყვანეთ”

ადგილზე მათ ასევე პლაკატები მიიტანეს წარწერით: “ირანული მთავარ შანდალი”. ამ ფორმით მათ პრეზიდენტის მიერ ქართული ენისა და კულტურის დღეზე გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს, სადც თქვა, რომ საქართველოს არც ჯარი აქვს და არც იარაღი აქვს.

“არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის რეზიდენციის მოსაწყობად სარეზერვო ფონდიდან 2 800 000 ლარი გამოიყო, მთლიანობაში კი 2 174 783 ლარი დაიხარჯა. IDFI-ის ინფორმაციით ანტიკვარული ავეჯსა და ინტერიერის აქსესუარებში 1 199 558 ლარი გადაიხადეს. 255 000 ლარი ამ ნივთების რესტავრაციას დასჭირდა, ხოლო თანამედროვე ავეჯში, სანათი საშუალებებსა და ფარდებში 720 225 დაიხარჯა.

პრეზიდენტმა რეზიდენციისთვის ბიუჯეტის ფულით 1, 5 მილიონი ლარის ანტიკვარიატი შეიძინა

სპეციალური ჯგუფი კარდაკარ 1917 წლამდე გამოშვებულ ნივთებს ეძებს

ანტიკვარულ ნივთებს შორისაა: 10 გარნიტური სამეული, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა. შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი ყველაზე ძვირადღირებულია. მისი ღირებულება 59 000 აშშ დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები