LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე გოგინავა: შეიძლება კორონავირუსი სეზონური გახდეს და როგორც გრიპს ახასიათებს, მასაც პერიოდული ეპიდაფეთქება ჰქონდეს

322
ალექსანდრე გოგინავა

რესპირაციული ვირუსია, ამიტომ წინასწარ პროგნოზირება რთულია, შეიძლება კორონავირუსი სეზონური გახდეს და როგორც გრიპს ახასიათებს, მასაც პერიოდული ეპიდაფეთქება ჰქონდეს, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ 2021 წლის შემდეგ ის აღარ იქნება ასეთი გლობალური პრობლემა და მწარე მოგონებად დარჩება. ასევე გაკვეთილი იქნება იმისთვის, რომ მომავალში, მსგავს პანდემიას მსოფლიო ბევრად მომზადებული შეხვდეს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები