LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალფრედ ჰიჩკოკის „რებეკა“ ეკრანზე ბრუნდება – ლილი ჯეიმსი როლზე უკვე დაამტკიცეს

rebecca

„ოსკარის“ მფლობელი ფილმის რიმეიქს კინოკომპანია „ნეტფლიქსი“ გადაიღებს და მასში მთავარ როლებს ლილი ჯეიმსი და არმი ჰამერი შეასრულებენ. 40-იანი წლების კინოფილმში ლორენს ოლივიე და ჯოან ფონტეინი მონაწილეობდნენ.

მისტიკური ტრილერი მედერლის საგრაფოში მცხოვრები, ახლადდაქორწინებული წყვილის ისტორიას გვიყვება, რომლებსაც მთავარი გმირის პირველი ცოლის, რებეკას აჩრდილი დაჰყვებათ. მიუხედავად იმისა, რომ დაფნა დიუმორიეს ნოველაზე დაფუძნებული ფილმი საოცრად პოპულარული იყო, ამ დრომდე ფილმის რიმეიქი არ გადაუღიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები