სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს თეთრიწყაროს რაიონის, დაბა მანგლისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორია) მდებარე შენობის 1 სართულზე 27.7 კვ.მ ფართის, მის წინ არსებული 30.49 კვ.მ ტერასის, მიმდებარედ არსებული 343 კვ.მ ეზოს ნაწილის და მიწის ნაკვეთზე არსებული თოკების პარკის იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან ,არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში, მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს:

✅ უზრუნველყოს ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე არსებული თოკების პარკის მოვლა-შენახვა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მისი ფუნქციონირება/ექსპლუატაცია;

✅ ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზე არსებულ 27.7 კვ.მ ფართში მოაწყოს სამზარეულო და უზრუნველყოს მისი ფუნქციონირება;

✅ ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ეზოში არსებულ 343 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე, მოაწყოს არსებულ ინფრასტრუქტურასთან ლანდშაფტურად თავსებადი არანაკლებ 4 ერთეული ღია და დახურული ტიპის მსუბუქი კონსტრუქციის ფანჩატურები;

✅ ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ეზოში მოაწყოს არსებულ ინფრასტრუქტურასთან ლანდშაფტურად თავსებადი სველი წერტილი.

გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 20 000 ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://bit.ly/2WH07pa

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05