LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიევი: “ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია”

101
1260b65f-b8ec-4de0-af1e-9bb30791d98e-e1523874565433

“ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია. ის ფაქტი, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, აზერბაიჯანი კი – მუსულმანური, არაფერს ცვლის”- ამის შესახებ ილჰამ ალიევმა გამოცემა Le Figaro-სთან განაცხადა.

ალიევი აღნიშნავს, რომ თურქეთს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შესანიშნავი სამმხრივი თანამშრომლობაა.

„ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებს ვეძახით. თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდა. ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია. ის ფაქტი, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, აზერბაიჯანი კი – მუსულმანური, არაფერს ცვლის. ჩვენ რეგიონს ამ თვალსაზრისით არ განვიხილავთ,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები