LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ კაცმა იტალიის რეისზე მარტომ იფრინა – ერთადერთი მგზავრის გამოცდილება

6281
sssss

როცა ლიეტუველმა მამაკაცმა ჩრდილოეთ იტალიისკენ თვითმფრინავის ბილეთი დაჯავშნა, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ “ბოინგით” სრულიად მარტო იმგზავრებდა. ვილნიუსის აეროპორტში მან აღმოაჩინა, რომ ეკიპაჟის წევრების – ორი პილოტისა და 5 გამცილებლის ერთადერთი კამპანიონი იყო. სკირმანტას სტრეიმანტი ამბობს, რომ ეს მისთვის არარეალური და დაუჯერებელი გამოცდილება იყო.

ტუროპერატორმა “ნოვატურასმა” CNN-თან დაადასტურა, რომ მათ ფრენა ბერგამოდან ერთი ჯგუფისთვის დაჯავშნეს. იმისთვის, რომ თვითმფრინავი უკან სრულიად ცარიელი არ დაბრუნებულიყო, კომპანიამ ერთი მიმართულების ბილეთი ფასდაკლებით გაყიდეს. სკირმანტასი კი ერთადერთი იყო, ვინც ბილეთი იყიდა.

„თვითმფრინავში სიმშვიდე ძალიან უცნაური იყო. უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის მიღების შემდეგ მე სელფების გადაღებით და წერით გავერთე. მთელი ფრენის განმავლობაში გაღიმებული ვიყავი,“ – ამბობს ის.

 

პილოტი სკირმანტასს „მისტერ მგზავრს“ ეძახდა.

„ვფიქრობ, ეკიპაჟი ჩემი იქ ყოფნით ძალიან ნასიამოვნები დარჩა, რადგან მუშაობა ბევრად  გაუმარტივდათ მხოლოდ ერთ მგზავრთან,“ – უთხრა სკირმანტამ CNN-ს.

ეს, რა თქმა უნდა, ბორტზე ერთადერთი მგზავრის პირველი შემთხვევა არ არის. კარონ გრივმა 2017 წელს გლაზგოში სრულიად მარტომ იფრინა. „თავს VIP მგზავრად ვგრძნობ“ – დაწერა მან მარტო მგზავრობისას. გასულ წელს კი ბეთ ვერტეგი ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში მარტო გაფრინდა. მან შემთხვევით ბილეთი მხოლოდ ეკიპაჟისთვის განკუთვნილ ფრენაზე დაჯავშნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები