LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ქონდრისკაცებს ვერ მოუნელებიათ, რომ ივანიშვილმა ბინა მაჩუქა და ამის გამო დღემდე ხელებს არ ვუკოცნი“ – გია ხუხაშვილი

1540
xuxashvilii

გია ხუხაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბინა აჩუქა. ამის შესახებ ექსპერტი  სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ამის გამო მას ივანიშვილის ვალი არ აქვს და „ხელებს არ უკოცნის“.

„ამ ქონდრისკაცებს ვერ მოუნელებიათ, რომ ივანიშვილმა ბინა მაჩუქა და ამის გამო დღემდე ხელებს არ ვუკოცნი. დიახ მაჩუქა და ამისთვის მადლობელი ვარ. მიუხედავად ამისა, მისი ვალი არ მაქვს. თუმცა, თქვენ ვერასდროს გაიგებთ და მიხვდებით, თუ რატომ.

დაწყნარდით, თქვენ ბინის ჩუქება ნამდვილად არ გემუქრებათ, ხელებთან ერთად სხვა ადგილებიც რომ დაუკოცნოთ…“, – წერს ხუხაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები