სოციალურ ქსელში მიმო გაბაიძე ავრცელებს ინფორმაციას აქციაზე დაშავებულ მამაკაცზე, რომელსაც დარბევის შედეგად თვალი დაუზიანდა.

“ეს დემეტრეა, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, აფხაზეთიდან დევნილი…

ამ დღეში მხოლოდ იმიტომ არის, რომ სამშობლოში ოკუპანტის გაპარპაშება გააპროტესტა, ეს დანაშაულად ჩაუთვალეს და ამ საბედისწერო დღის შემდეგ მხოლოდ ნახევარი სამყაროს დანახვას შეძლებს! ”

 

მე არ ვიცნობ დემეტრეს. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტიაო, გრიბოედოვის მსახიობი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც დღეს,…

Posted by გიორგი გასვიანი on ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2019

შეგახსნეებთ, ნიუ ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განცხადებით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა.მისივე ინფორმაციით,  კლინიკაში შესული 24 პაციენტიდან ქირურგიული ჩარევა ოთხ მათგანს დასჭირდა.

თბილისში პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებდნენ. საქართველოს მთავრობამ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გადაწვეტილება მიიღო.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ხალხის პროტესტით დესტრუქციულმა ძალამ ისარგებლა და ეს პროტესტი პოლიტიკურად გამოიყენა. მამუკა ბახტაძის თქმით, მათ იძალადეს პოლიციელებზე.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები