LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ წლებმა გვაჩვენა, რომ სააკაშვილის დაჭერა სინამდვილეში არავისაც არ უნდოდა: ინგა გრიგოლია

233
BeFunky-collage (3)

მიშას ცხრა წელი, ბიძინას მეცხრე წელი და რა იქნება ოქტომბრის შემდეგ – ეს იყო გადაცემა “რეაქციის” დღევანდელი თემა. 

გადაცემის წამყვანის მონოლოგი სწორედ საქართველოს ექსპრეზიდენტის დაბრუნების გეგმებსა და მმართველი გუნდის განცხადებებს დაეთმო.

“ოცნებამ” სრული რვა წელი გვაცხოვრა სააკაშვილის აჩრდილთან ერთად და დაიწყო მეცხრე. ოცნება გვპირდება, რომ მიშას დაიჭერს და ვერ იჭერს.

სააკაშვილი გვიპრდება, რომ ჩამოდის და არ ჩამოდის. ამჯერად, დააკონკრეტა, რომ მაშინ ჩამოვა, როცა ის დაპირისპირებას არ გამოიწვევს.

ბევრჯერ მითქვამს ამ გადაცემაში, ხანდახან მგონია, რომ ივანიშვილის პარტიის ყველა ლიდერს ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად მიშა უყვარს, მიშათი ცოცხლობენ, მიშა სჭირდებათ.

სხვა რაც უნდა მივაწეროთ, ყველა განცხადებაში მიშასთან დატოლება ან ყველა არჩევნების წინ სააკაშვილის დაჭერის და გარდაუვალი პასუხისმგებლობის ციხეში ჩასმის დაპირება. კაცი ჯერ ოცნების გამარჯვებიდან ერთი წელი პრეზიდენტი იყო და ქვეყნიდან ისე გაუშვეს, მისი სამართლებრივი საკითხი არ დაუყენებიათ. მერე ყოველ მეორე დღეს ტელევიზორიდან ხედავდე სად იყო და გადაადგილდებოდა.

„ჩვენი დროის კურიოზი“: სააკაშვილი საკანში თუ პრემიერის სავარძელში? – პირველობაზე მეოცნებეთა რიცხვი გაიზარდა

ხოდა, თუ ვინმეს რამის თავი ჰქონდა შეესრულებინა სამართლიანობის აღდგენის დაპირება. რა უშლიდათ ხელს? მაგრამ, ამ წლებმა გვაჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაჭერა სინამდვილეში არავისაც არ უნდოდა, შეიძლება არც თავი ჰქონდა არავის და ვიცხოვრეთ ასე – დავიჭერთ დაპირებებით”- თქვა გადაცემის წამყვანმა თავის მონოლოგში.

 

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/321296229148574

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები