„ამაზონის“ ახალი სამაჯური მფლობელს ფასტ-ფუდზე დახარჯულ თანხებს გაუკონტროლებს.

ყველას გვაქვს მავნე ჩვევები: იქნება ეს სიგარეტის მოწევა, მთელი ხელფასის ღამის ორ საათზე უაზრობებში დახარჯვა თუ ბევრი დონატის ჭამა. მაგრამ ახლა შესაძლოა გამოჩნდა გზა, რომელიც მავნე ჩვევების მქონე ადამიანებს ამ ყველაფრის კონტროლში დაეხმარება.

„ამაზონზე“ უკვე შესაძლებელია სპეციალური სამაჯურის შეძენა, რომელიც  მინი ელექტრო-შოკერითაა აღჭურვილი.  საჭირო მომენტში ღილაკზე დაჭერით სამაჯური უსაფრთხოდ „დაგშოკავთ“ და გაიძულებთ საკუთარ გადაწყვეტილებებს გადახედოთ.

სამაჯურის ეფექტურად გამოსაყენებლად მისი მფლობელი გულწრფელი უნდა იყოს საკუთარ თავთან და ყოველთვის, როდესაც მოუნდება მავნე ჩვევის შესაბამისად მოქმედება, სპეციალურ ღილაკს დააჭიროს. შედეგად, შოკერის მოქმედებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება ტვინში მავნე ჩვევას „გადაებმება“ და სამაჯურის მფლობელს სურვილების კონტროლში დაეხმარება.

სამაჯურს, სახელად „პავლოკი“ საიტზე საკმაოდ დადებითი შეფასებები აქვს. მომხმარებლები წერენ, რომ სამაჯური-შოკერის დახმარებით დაარეგულირეს დილას ადრე გაღვიძება, მოწევის სიხშირე და გაიუმჯობესეს საკვების მიღების რეჟიმი. ბევრმა მათგანმა შეამცირა მავნებელი სწრაფი კვების პროდუქტების მიღებაც.

აღსანიშნავია, რომ „პავლოკი“ ბევრად ეფექტურია, თუ მას შიშველ კანზე ატარებენ.

სამაჯურის შეძენა ამაზონზე 200$-ად არის შესაძლებელი.

 

კატეგორიები: სხვა

მსგავსი თემები