LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამბავი, რომელიც მითიური გეგონებათ” – როგორ გაუმკლავდა წალკელი მამაკაცი მგელს შიშველი ხელებით

1339
54268494_2313027052088517_6520561280829358080_n

წალკაში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა. როგორც წალკის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მგელი მამაკაცს და ორი ქალს დაესხა თავს. შემთხვევა წუხელ, დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.დაშავებულები წალკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება და აცრები ჩაუტარდათ.

წალკის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მგელი ერთ-ერთმა დაშავებულმა, ტარიელ მიქელაძემ შიშველი ხელებით დააკავა, რომელიც კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბასრი საგნის დარტყმით მოკლა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში ჯაბა ხინიკაძე ავრცელებს ფოტოებს.

“უნდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც მითიური გეგონებათ… ეს ტარიელია წალკაში ცხოვრობს მის სოფელში აგრესიული მგელი შევარდა და ქალებს თავს დაესხა. ეს ადამიანი შიშველი ხელებით შეებრძოლა მგელს და დაამარცხა ” – წერს ჯაბა ხინიკაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები