LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბობს, რომ ბენზინი ავტომობილისთვის შეიძინა, გოგონას დაწვის მცდელობას არ აღიარებს: ადვოკატი

136
pjimage

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აღიარებს,”- ამის შესახებ შალვა გოგოლაძის ადვოკატმა, გოჩა ხაჩიურმა განაცხადა. როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, გოგოლაძემ ბენზინი ავტომანქანაში ჩასასხმელად შეიძინა. მისივე თქმით, დაკავებულს ახალგაზრდა გოგოს დაწვაც არ უცდია.

“აგინა, სახეში გაარტყა, შემდეგ ცეცხლი წაუკიდა და უყურებდა როგორ იწვოდა” – ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

“თავს დამნაშავედ არ ცნობს. განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. დანარჩენი თუ რა დანაშაულთან გვაქვს საქმე სასამართლო მიმდინარეობის დროს გაირკვევა. მასალებიდან გამომდინარე ბრალდებული ამბობს, რომ ბენზინი ავტომანქანაში ჩასასხმელად შეიძინა. მან სამართალდამცავებთან აღიარა, რომ იმ ადგილას იმყოფებოდა. დაწვის ფაქტს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აღიარებს”,-განაცხადა გოჩა ხაჩიურმა.

თბილისში 23 წლის გოგონას ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს

შეგახსენებთ, თბილისში 30 ივნისს 1996 წელს დაბადებულმა შალვა გოგოლაძემ, 24 წლის მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაკავებულს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. შალვა გოგოლაძეს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გოგონა, რომელსაც ბიჭმა ცეცხლი წაუკიდა, რეანიმაციაშია მოთავსებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები