LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურის მერია ახალდაქორწინებულ წყვილებზე 1000 ლარიან დახმარებას გასცემს

192
1588754568-5eb27888333a7-thumb

ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს  ახალდაქორწინებულ წყვილთა ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

პროგრამით სარგებლობისთვის ორივე მეუღლე რეგისტრირებული უნდა იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში,  სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ფლობდეს 150 000–მდე სარეიტინგო ქულას, ქორწინება კი უნდა შედგეს პროგრამის მოქმედების პერიოდში.

აღნიშნულის გარდა მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვა მნიშვნელოვან პროგრამებს, რომლებიც მიმართულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისებისკენ.

სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარებით: პირველ და მეორე ახალშობილზე – 400 ლარი, მესამე და მომდევნო ახალშობილზე – 450 ლარი, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 ლარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით – 400 ლარი.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები