ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით და პირიქით, რეისებს ახალი ქართული ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA კვირაში ორჯერ ასრულებს. როგორც ამბროლაურის აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას ხორციელდება.

”ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის არის 50 ლარი, 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30 %-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.ავიაბილეთების წინასწარ დაჯავშნა და შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-ს ვებგვერდზე: https://goo.gl/ZBeZPm”, – აცხადებენ ამბროლაურის აეროპორტში.

ამავე ავიაკომპანიამ 1 მარტიდან ფრენები დაიწყო თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებითაც. ავიაბილეთის ღირებულება 90 ლარია (ერთი გზა). ფრენები სრულდება კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.

შეგახსენებთ, მესტიის, ამბროლაურისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს ახალი ქართული ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA ასრულებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ  AK-AIR GEORGIA-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა იანვრის ბოლოს გასცა. საქართველოს აეროპოტების გაერთიანების მონაცემებით, AK-AIR GEORGIA-თან ხელშეკრულება 2018 წლის 22 თებერვალს გაფორმდა.

მსგავსი თემები